Monday, July 6, 2009

ჰაერი, რომელიც გვწამლავს

1.პროექტის სახელი: ჰაერი,რომელიც გვწამლავს
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების შესახებ და მათი თავიდან აცილების საშუალებები.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები ავთენტური სწავლების საფუძველზე,საზოგადოების აზრის გათვალისწინებით და ინტერნეტში მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით იწყებენ ჰაერის დაბინძურების მიზეზების ძიებას,აკეთებენ სპეციალურ ბუკლეტებს,პლაკატებს,სადაც ნათლად იქნება გამოკვეთილი ჩვენი პრობლემა.მოსწავლეებმა აგრეთვე თავიანთი სოფლის ნაკვეთებიდან და ტყეებიდან ჩამოიტანეს ნარგავები,რომელიც განვათავსეთ სკოლის ტერიტორიაზე.ასევე შეიქმნა საზედამხედველო ჯგუფები,რომელიც იზრუნებს ყურადღება მიექცეს დასახული მიზნის განხორციელებას.
4.მონაწილეთა ასაკი:VII კლასის მოსწავლეები.
5.ვადები/ხანგრძლივობა:1თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინტერნეტისა და დამხმარე მასალის საშუალებით მასალის მოძიება და გაანალიზება,პრეზენტაცია-PP,დისკუსიის გამართვა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროექტი,რაც შეიძლება შეიქმნას:ბავშვების განვითარება,კომუნიკაცია ერთმანეთთან და საზოგადოებასთან,აზრთა ურთიერთგაზიარების,შეჯერების და დაკვირვების უნარ-ჩვევა.
8.სარგებელი სხვებისთვის:პრობლემა,რომელიც ნათელი გახდა სხვებისთვის და მოსახლეობის უმეტესობა ძალიან დაინტერესდა.
9.სამუშაო ენა:ქართული
10.საგნებთან,საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:საგანი ქიმია და ისტი.შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:"აგროვებს ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების და მათი თავიდან აცილების საშუალებების შესახებ,აკეთებს პრეზენტაციას."
11.პროექტის ფასილიტატორის სახელი და გვარი:თეონა ცხოვრებაშვილი
12.ფასილიტატორის ელ.პოსტა:teonacxovrebashvili@gmail.com

No comments:

Post a Comment